კონფლიქტების ეკონომიკური გავლენა

Caucasia Expert , January 26, 2009

26.01.09. „რია ნოვოსტი“.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებმა მათ მონაწილე ქვეყნებს 12 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. როგორც სააგენტო AFP იუწყება, ინდურმა ანალიტიკურმა ცენტრმა Strategic Foresight Group-მა ჩატარებული კვლევის საფუძველზე (რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობდნენ) დაადგინა, რომ განვითარების ტემპების შენელებამ და ცხოვრების დონის დაცემამ კონფლიქტებში მონაწილე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს 12 ტრილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.

მკვლევარებმა ახლო აღმოსავლეთში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში განვითარებული კონფლიქტების შედეგები შეისწავლეს. მათ შორისაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, დაპირისპირება ლიბანში და აშშ-ის შეჭრა ერაყში.

ექსპერტების აზრით, ისრაელელებისა და პალესტინელების საშუალო შემოსავალი დღეს შეიძლება ორჯერ მეტი ყოფილიყო, თუ 1991 წელს მადრიდის კონფერენციაზე ახლო აღმოსავლეთის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნებოდა.

ამ შემთხვევაში მოსახლეობის ცხოვრების დონეც გაცილებით მაღალი იქნებოდა. ანალოგიურად, ექსპერტების შეფასებით, ერაყის ეკონომიკური მაჩვენებლებიც იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.